- ქართველი ფეხბურთელის წარუმატებელი მატჩი ბელგიის 1B დივიზიონში
- ჟორჟ მიქაუტაძემ უხეშად ითამაშა და მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს
- Update: დისკვალიფიკაცია და ჯარიმაც - მიქაუტაძე მკაცრად დასაჯეს
ბელგიის 1B დივიზიონის მე-14 ტურში ჟორჟ მიქაუტაძე გააძევეს. სერენი საკუთარ მოედანზე მოლენბეეკს დაუპირისპირდა და მატჩის დასაწყისშივე გაშვებული გოლით 0:1 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს დიდი დრო ჰქონდათ თამაშის გადასარჩენად, გოლი ვერ გაიტანეს და დამარცხდნენ.
მიქაუტაძეს ორი საგოლე შანსი ჰქონდა - ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა, მერე კი ჯარიმა შეასრულა და მეკარემ აუღო. 89-ე წუთზე ჟორჟმა წითელი ბარათი მიიღო. განზრახ თუ უნებლიედ, მიქაუტაძე წაქცეულ მეტოქეს ფეხით ძალიან უხეშად დაახტა და მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, შედეგად, მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
სერენი 25 ქულით მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 დეკემბერს, დეინზეს ესტუმრება. მიქაუტაძე 14 მატჩში გატანილი 16 გოლით 1B დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.
📺 მიქაუტაძე მოლენბეეკთან მატჩში
კომენტარები