Thumbnail
  • კრისტიან ერიქსენი ინტერს იანვარში დატოვებს
  • დანიელის დამატების მსურველი სამი კლუბი ცნობილია

დანიის ნაკრების შემტევი კრისტიან ერიქსენი გუნდს იანვარში დატოვებს. მისი დამატების სურვილი სამ გუნდს აქვს: არსენალს, ბაიერნსა და პარი სენ ჟერმენს. ნახევარმცველი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და მას მხოლოდ რამდენიმე წუთს აძლევენ.

ტუტოსპორტის ინფორმაციით, მინიმალური შანსიც არ არსებობს, რომ კრისტიან ერიქსენი იანვარში ინტერში დარჩეს. როგორც იტალიური წყარო ამბობს, ერიქსენი 30 მილიონ ევროდ გაიყიდება, ან მას იჯარის წესით დაიმატებენ. პარი სენ ჟერმენი ინტერს ერიქსენის სანაცვლოდ ლეანდო პარედესს სთავაზობს, ხოლო მიუნხენის ბაიერნი კორენტინ ტოლისოს.

იტალიურ მედიაში არ გამორიცხავენ, რომ კრისტიანი ლონდონში დაბრუნდეს, სადაც არსენალის რიგებში ითამაშებს. არსენალი ერიქსენის სანაცვლოდ ''ნერაძურის'' გრანიტ ჯაკას სთავაზობს. ერიქსენმა ინტერში ორ სეზონში მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა და ერთხელ გამოიჩინა თავი. მან ბრეშას წინააღმდეგ მოახერხა თავის გამოჩენა.

კომენტარები

ბოლო ამბები