Thumbnail

Game Awards 2020: წლის საუკეთესო თამაში The Last of Us 2 გახდა

  • The Last of Us-მა Game Awards-ზე 6 ჯილდო მოიპოვა
  • გამარჯვებულებს შორის ასევე იყვნენ Final Fantasy VII Remake, Hades და Among Us
  • ცერემონიაზე დეველოპერებმა ახალი თამაშებიც დააანონსეს

გეიმინგის წლის შემაჯამებელი დაჯილდოვება, Game Awards 2020 დასრულდა. წლის საუკეთესო ვიდეოთამაშის ტიტული The Last of Us 2-მა მოიპოვა. სტუდია Naughty Dog-ის თამაშმა, მთავარი ჯილდოს გარდა, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო სიუჟეტის, საუკეთესო სათავგადასავლო თამაშის, საუკეთესო აუდიო დიზაინის და პერსონაჟის როლის საუკეთესოდ შესრულების (ლაურა ბეილი) კატეგორიებშიც გაიმარჯვა. 

გამარჯვებულებს შორის ასევე დასახელდნენ Square Enix-ის Final Fantasy VII Remake (საუკეთესო როლური თამაში, საუკეთესო საუნდთრექი), Hades (საუკეთესო ინდი თამაში, საუკეთესო ექშენ თამაში) და 2020 წლის მოულოდნელი სენსაცია Among Us (საუკეთესო მულტიფლეიერი, საუკეთესო თამაში სმარტფონისათვის).

2020 წლის ცერემონია ლოს ანჟელესში ჩატარდა. კორონა ვირუსის პანდემიის გამო, წლევანდელი ცერემონია გრანდიოზული შოუს ფონზე არ მიმდინარეობდა, თუმცა, დეველოპერები მთელი მსოფლიოდან ჩაერთვნენ პირდაპირ ეთერში. ნომინაციები კიანუ რივზმა, ტომ ჰოლანდმა, ტროი ბეიკერმა, კრისტოფერ ნოლანმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა წარადგინეს.

გამარჯვებულთა ვინაობის გაგების გარდა, გეიმერები The Game Awards-ს, პრემიერებისა და ექსკლუზიური თრეილერებისთვისაც ელოდებიან ხოლმე. ამ მხრივ, ორგანიზატორებმა იმედი არც წელს გაგვიცრუეს: ცერემონიაზე დაანონსდა ლეგენდარული როლური თამაშის, Mass Effect-ის მეოთხე ნაწილი, ასევე ვიხილეთ Bioware-ის კიდევ ერთი ცნობილი ფრენჩაიზის Dragon Age-ის სიქუელის ახალი თრეილერი. დაანონსდა Fortnite-ის ახალი რუკა და გმირებიც: თამაშს მომდევნო სეზონში Halo-სა და The Walking Dead-ის პერსონაჟები შეუერთდებიან. 

გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

წლის საუკეთესო თამაში:

  • Animal Crossing: New Horizons 
  • Doom Eternal – id Software
  • Final Fantasy VII Remake – Square Enix
  • Ghost of Tsushima – Sucker Punch
  • Hades – Supergiant Games
  • The Last of Us Part II – Naughty Dog (გამარჯვებული)

საუკეთესო რეჟისურა

  • Final Fantasy VII Remake – Square Enix
  • Ghost of Tsushima – Sucker Punch
  • Hades – Supergiant Games
  • Half-Life Alyx – Valve
  • The Last of Us Part II – Naughty Dog (გამარჯვებული)

თამაში, რომელსაც 2021 წელს ყველაზე მეტად ველოდებით:

  • Halo Infinite – 343/Xbox Game Studios
  • Horizon Forbidden West – Guerrilla Games/SIE
  • God of War Sequel – SIE Santa Monica/SIE
  • Resident Evil Village – Capcom
  • The Legend of Zelda: Breath of the Wild Sequel – Nintendo
  • Elden Ring – From Software/Bandai Namco (გამარჯვებული)

საუკეთესო სიუჟეტი:

  • 13 Sentinels: Aegis Rim
  • Final Fantasy VII Remake
  • Ghost of Tsushima
  • Hades
  • The Last of Us Part II (გამარჯვებული)

საუკეთესო ვიზუალური რეჟისურა:

  • Final Fantasy VII Remake
  • Hades
  • Ori and the Will of the Wisps
  • The Last of Us Part II
  • Ghost of Tsushima (გამარჯვებული)

საუკეთესო საუნდთრექი:

  • Doom Eternal
  • Hades
  • Ori and the Will of the Wisps
  • The Last of Us Part II
  • Final Fantasy VII Remake (გამარჯვებული)

საუკეთესო აუდიო დიზაინი:

  • Doom Eternal
  • Half-Life: Alyx
  • Ghost of Tsushima
  • Resident Evil 3
  • The Last of Us Part II (გამარჯვებული )

პერსონაჟის როლის საუკეთესო შესრულება:

  • Ashley Johnson – Ellie, The Last of Us Part II
  • Daisuke Tsuji – Jin, Ghost of Tsushima
  • Logan Cunningham – Hades, Hades
  • Nadji Jeterm – Miles Morales, Marvel’s Spider-Man: Miles Morales
  • Laura Bailey – Abby, The Last of Us Part II (გამარჯვებული)

ყველაზე გავლენიანი თამაში:

  • If Found…
  • Kentucky Route Zero: TV Edition
  • Spiritfarer
  • Through Darkest of Times
  • Tell Me Why (გამარჯვებული)

საუკეთესო ონლაინ თამაში:

  • Apex Legends
  • Destiny 2
  • Call of Duty: Warzone
  • Fortnite
  • No Man’s Sky (გამარჯვებული)

საუკეთესო დამოუკიდებელი (ინდი) თამაში:

  • Carrion
  • Fall Guys: Ultimate Knockout
  • Spelunky 2
  • Spiritfarer
  • Hades  (გამარჯვებული)

საუკეთესო დებიუტი:

  • Carrion
  • Mortal Shell
  • Raji: An Acient Epic
  • Roki
  • Phasmophobia (გამარჯვებული)

საუკეთესო თამაში სმარტფონისთვის:

  • Call of Duty Mobile
  • Genshin Impact
  • Legends of Runeterra
  • Pokémon Cafe Mix
  • Among Us (გამარჯვებული)

საუკეთესო ქომიუნითი:

  • Apex Legends
  • Destiny 2
  • Fortnite
  • No Man’s Sky
  • Valorant
  • Fall Guys: Ultimate Knockout (გამარჯვებული)

საუკეთესო VR/AR თამაში:

  • Dreams
  • Marvel’s Iron Man VR
  • Star Wars: Squadrons
  • The Walking Dead: Saints & Sinners
  • Half-Life: Alyx (გამარჯვებული)

საუკეთესო ინოვაციური თამაში;

  • Assassin’s Creed Valhalla
  • Grounded
  • Hyperdot
  • Watch Dogs Legion
  • The Last of Us Part II (გამარჯვებული)

საუკეთესო ექშენ თამაში:

  • Doom Eternal
  • Half-Life: Alyx
  • Nioh 2
  • Streets of Rage 4
  • Hades (გამარჯვებული)

საუკეთესო სათავგადასავლო თამაში:

  • Assassin’s Creed Valhalla
  • Ghost of Tsushima
  • Marvel’s Spider-Man: Miles Morales
  • Ori and the Will of the Wisps
  • Star Wars Jedi: Fallen Order
  • The Last of Us Part II (გამარჯვებული)

საუკეთესო როლური თამაში:

  • Genshin Impact
  • Persona 5 Royal
  • Wasteland 3
  • Yakuza: Like a Dragon
  • Final Fantasy VII Remake (გამარჯვებული)

საუკეთესო საბრძოლო თამაში:

  • Granblue Fantasy: Versus
  • Street Fighter V: Champion Edition
  • One Punch Man: A Hero Nobody Knows
  • Under Night In-Birth
  • Under Night In-Birth Exe:Late[cl-r]
  • Mortal Kombat 11 Ultimate (გამარჯვებული)

საუკეთესო საოჯახო თამაში:

  • Crash Bandicoot 4: It’s About Time
  • Fall Guys: Ultimate Knockout
  • Mario Kart Live: Home Circuit
  • Minecraft Dungeons
  • Paper Mario: The Origami King
  • Animal Crossing: New Horizons (გამარჯვებული)

საუკეთესო სიმულაციური/სტრატეგიული თამაში:

  • Crusader Kings 3
  • Desperados 3
  • Gears Tactics
  • XCOM: Chimera Squad#
  • Microsoft Flight Simulator (გამარჯვებული)

საუკეთესო სპორტული/სარბოლო თამაში:

  • Dirt 5
  • F1 2020
  • FIFA 21
  • NBA 2K21
  • Tony Hawk’s Pro Skater 1+2 (გამარჯვებული)

საუკეთესო მულტიფლეიერი:

  • Animal Crossing: New Horizons
  • Call of Duty: Warzone
  • Fall Guys: Ultimate Knockout
  • Valorant
  • Among Us (გამარჯვებული)

კიბერსპორტის საუკეთესო ჩემპიონატი:

  • Blast Premier: Spring 2020 European Finals
  • Call of Duty League Championship 2020
  • IEM Katowice 2020
  • Overwatch League Grand Finals 2020
  • League of Legends World Championship 2020 (გამარჯვებული)

კიბერსპორტის საუკეთესო ლიგა:

  • Call of Duty: Modern Warfare
  • Counter-Strike: Global Offensive
  • Fortnite
  • Valorant
  • League of Legends (გამარჯვებული)

კიბესრპორტის საუკეთესო გუნდი:

  • Damwon Gaming
  • Dallas Empire
  • San Francisco Shock
  • Team Secret
  • G2 Esports (გამარჯვებული)

ასე დასრულდა 2020 წელი გეიმინგში, თუმცა, აშკარაა, რომ მომავალ წელს უამრავი საინტერესო თამაში გველოდება. იქამდე კი, შეგიძლიათ, Cyberpunk 2077-ის თამაში გააგრძელოთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები