Thumbnail
  • ბორუსია ნორვეგიელის სანაცვლოდ ოთხმაგი მოგების ნახვას ელის
  • ერლინგ ჰააალნდმა, შესაძლოა, კლუბი ზამთარში გამოიცვალოს

დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰაალანდმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი დატოვოს და თავი რომელიმე გრანდში ამოჰყოს. Football Espana-ს ცნობით, მათ შორის, ვინც ნორვეგიელი ვარსკვლავის გადაბირებით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი, ესპანური რეალი და ბარსელონა აქტიურობენ.

აღნიშნული ვებ-გვერდის ცნობით, გერმანული კლუბი თანახმაა 20 წლის ფეხბურთელი 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას, თუმცა, ეს მხოლოდ საწყის თანხაა. საფასური აუცილებლად გაიზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ჰაალანდის აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა. ცნობისთვის, ერლინგის ბორუსიაში გადასვლის დროს რაიოლამ 15 მილიონი ევრო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი ტალანტი დორტმუნდში 2019 წლის დეკემბერში ავსტრიული ზალცბურგიდან გადაბარგდა და მასში მხოლოდ 20 მილიონი ევრო იქნა გადახდილი. ბუნდელიგის წარმომადგენელთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდეა გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ჰაალანდმა გერმანიის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა და აქტივში 10 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები