- ლუკა ჯაფარიძე აჟენთან მოგებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
- ამ შეხვედრაში მონაწილეობა სამმა ქართველმა მორაგბემ მიიღო
22 წლის ქართველი მორაგბე ლუკა ჯაფარიძე საფრანგეთის TOP 14-ის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ახალგაზრდა ქართველი ბურჯი საუკეთესო XV-ში პოპულარულმა გამოცემამ Midi Olympique დაასახელა.
აჟენთან გასვლით შეხვედრაში ჯაფარიძე სათადარიგო იყო, თუმცა, პირველივე ტაიმის მიწურულს თამაშში სოსო ბეკოშვილის ნაცვლად ჩაერთო და მაღალ დონეზე გაისარჯა. იმაში, რომ ბრივმა მატჩი 15:6 მოიგო, ქართველი მორაგბის დიდი წვლილიც იყო. სხვათა შორის, ამავე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ აჟენის ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, თუმცა, მალევე დაშავდა და 25-ე წუთზე შეცვალეს.
ჯაფარიძეს მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტწილად შეცვლაზე უწევს თამაში. ბრივი, რომელშიც არაერთი ქართველი მორაგბე ირიცხება, 10 მატჩში 14 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზეა და სწორედ ხსენებულ აჟენს უსწრებს. ქართველების კლუბი მომდევნო შეხვედრას 27 დეკემბერს ლიონთან ჩაატარებს.
კომენტარები