Thumbnail

რუსეთის სარაგბო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში, რომლის გაწვრთნილი გუნდიც “ბორჯღალოსნების” მეტოქე არაერთხელ ყოფილა, გასულ “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს ასპარეზობას გამოეხმაურა:

“იმისთვის, რომ საკუთარი სტატუსი შეცვალოს და მხოლოდ თავის წვენში არ იხარშებოდეს, საქართველოს ნაკრებისთვის ასეთი დომის ტურნირი აუცილებელი იყო. ამით, მათ თავიანთი ძირითადი ამოცანა გადაჭრეს. ახლა, იმაზე უნდა იმუშაონ, რომ საკლუბო დონეც აამაღლონ. თუკი საქართველომ ელიტარული ნაკრებების დონეზე ადგილის შენარჩუნება მოახერხა, მაშინ ისინი იტალიასაც შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევენ. რაც შეეხება თამაშს, ადრეც ვთქვი, რომ ქართველი მორაგბეებისთვის მთავარი ეპიზოდური წარმატებები იყო. ასეც მოხდა: მათ ყველას დიდი ბრძოლა გაუმართეს, მომენტებში კარგები იყვნენ და ლელოებიც დადეს. ცხადია, კარგი იქნებოდა ფიჯისთან გამარჯვება, მაგრამ არ გამოვიდა, ჯერჯერობით. თუმცა, დრო წინაა. ისიც ვთქვათ, რომ თუკი საქართველოს ნაკრებს ასეთი დონის ტესტები ექნება და პარალელურად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს განაგრძობს, ჩვემთვის მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელი იქნება”.

ნერუში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2008-11 წლებში იყო და პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც გუნდი მსოფლიო თასზე გაიყვანა. ახალ ზელანდიაში გამართულ 2011 წლის ტურნირზე რუსებმა ოთხივე მატჩი წააგეს, თუმცა, 8 ლელო დადეს და დებიუტანტი ქვეყნებისთვის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს. საქართველოს სარაგბო ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასზე" ოთხივე მატჩი წააგო: ინგლისთან (0:40), უელსთან (0:18), ირლანდიასთანა (10:23) და ფიჯისთან (24:38).

კომენტარები

ბოლო ამბები