Thumbnail

პარიზში რასისტული სკანდალის გამო, რომელშიც უეფას მსაჯია გახვეული, ჩაშლილი მატჩმა ყველაფერი გადაფარა - ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მონატრებული დუელი და სუპერმატჩი გერმანიაში, რომელშიც ლაიპციგმა ოლე გუნარ სულშერის იუნაიტედი დაამარცხა და ევროპალიგაზე გადაისროლა.

E ჯგუფიდან ბრძოლას ჩელსი და სევილია აგრძელებენ, აქ ყველაფერი გარკვეული იყო. ამიტომაც, ჩელსიმ როტაციას მიმართა და კინაღამ წააგო რუსულ კრასნოდართან.

📺 ჩელსი v კრასნოდარი [მიმოხილვა]

 F ჯგუფიდან ლიგის 1/8 ფინალში დორტმუნდი და ლაციო გავიდნენ, ბრიუგე კი ევროპალიგაზე გადაერთო. რუსული ზენიტისთვის ევროთასები დასრულდა.

📺 ლაიპციგი v მანჩესტერ იუნაიტედი [მიმოხილვა]

H ჯგუფში ხუთგოლიანი თრილერი ვიხილეთ, ლაიპციგი 3:0-ს უგებდა მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ ბრუნო ფერნანდეშმა და პოლ პოგმამ იუნაიტედს შანსი გაუჩინეს. გერმანელებმა მაინც შეძლეს გამარჯვება და იუნაიტედს მე-3 ადგილი გაუფორმეს. რომც დამარცხდეს პსჟ, ურთიერთშეხვედრებით პარიზული გუნდი ჯობნის ინგლისურს. 

E ჯგუფი

ჩელსი 1:1 კრასნოდარი

გოლები: 0:1 კაბელია (24), 1:1 ჟორჟინიო (28-პენალტი)

რენი 1:3 სევილია

გოლები: 0:1 კუნდე (32), 0:2 ენ-ნესირი (45+3), 0:3 ენ-ნესირი (81), 1:3 რუტერი (86-პენალტი)

1. ჩელსი - 14 ქულა; 2. სევილია - 13; 3. კრასნოდარი - 5; 4. რენი - 1.

F ჯგუფი

ლაციო 2:2 ბრიუგე

გოლები: 1:0 კორეა (12), 1:1 ვორმერი (15), 2:1 იმობილე (27-პენალტი), 2:2 ვანაკენი (76)

ზენიტი 1:2 დორტმუნდი 

გოლები: 1:0 დრიუსი (16), 1:1 პიშჩეკი (68), 1:2 ვიტსელი (78)

1. დორტმუნდი - 13; 2. ლაციო - 10; 3. ბრიუგე - 8; 4. ზენიტი - 1.

H ჯგუფი

ლაიპციგი 3:2 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 1:0 ანხელინო (2), 2:0 ჰაიდარა (13), 3:0 კლუივერტი (69), 3:1 ბ. ფერნანდეში (80-პენალტი), 3:2 პოგბა (82)

პსჟ v ბაშაქშეჰირი 

მე-13 წუთზე შეწყდა. 9 დეკემბერს გაგრძელდება

1. ლაიპციგი - 12; 2. პსჟ - 9; 3. მანჩესტერ იუნაიტედი - 9; 4. ბაშაქშეჰირი - 3.

კომენტარები

ბოლო ამბები