Thumbnail

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცი გარდაიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალეხანდრო საბელია 66 წლის იყო
  • მან არგენტინის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის ფინალში გაიყვანა

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია 66 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. საბელია 26 ნოემბერს კლინიკაში მოათავსეს, რათა გულზე გადაუდებელი მკურნალობა ჩაეტარებინათ.

საბელიას ორგანიზმი თვდაპირველად მკურნალობაზე კარგად რეაგირებდა, მაგრამ მისი მდგომარეობა ინფექციის შედეგად, გაუარესდა და ინტენსიური თერაპიის განყოფლებაში თითქმის ორი კვირა გაატარა. სამშაბათს საბელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გარდაიცვალა.

"AFA-ს ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ალეხანდრო საბელიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის საყვარელ ადამიანებს", - ნათქვამია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.

ალეხანდრო საბელია საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რივერ პლეიტის, შეფილდ იუნაიტედის, ლიდს იუნაიტედის, ესტუდიანტესისა და გრემიოს ღირსებას იცავდა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კი 8-ჯერ ითამაშა. სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ ესტუდიანტესში (2009-2011) და არგენტინის ნაკრებში გაატარა (2011-2014). "ალბისელესტე" მასთან ერთად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 ადგილზე გავიდა და ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები