Thumbnail

შოთა არველაძე ფეისბუქზე სახალისო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. ტაშკენტში ქართული ბანკის ფილიალის დანახვით გამოწვეული რეაქციისა და ავტომობილში 'საქართველოო ლამაზოს' სიმღერის შემდეგ, ტაშკენტის ფახთაქორის ქართველმა მწვრთნელმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ცნობილი ქართული მოკლემეტრაჟიანი კომედიის, 'ფეოლას' მთავარ გმირის როლშია.

ამ პოსტით, შოთა დღევანდელ მატჩს გამოეხმაურა. მისმა ფახთაქორმა უზბეკეთის თასის მერვედფინალში სოგდიანა 8:1 დაამარცხა.

Pakhtakor

Pakhtakor 😀✊

Posted by Shota Arveladze on Tuesday, December 8, 2020


შოთა არველაძემ ტაშკენტის ფახთაქორი 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა. კლუბში მასთან ერთად არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც დასაქმდნენ. შოთას ხელმძღვანელობით გუნდმა შარშან უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოიგო, წელს კი ჩემპიონის ტიტული სუპერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა სამწვრთნელო საქმიანობა 2008 წელს, ალკმაარში, ლუი ვან გაალის თანაშემწედ დაიწყო, შემდეგ კი უკვე მთავარ მწვრთნელად თურქეთში იმუშავა – კაისერისპორში, კასიმფაშასა და ტრაბზონსპორში, ასევე – თელ-ავივის მაქაბიში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები