Thumbnail
  • ბორჯღალოსნების შუამარბმა ირლანდიასთან მატჩში სუპერლელო გაიტანა 
  • 23 წლის ქართველის ლელომ გულშემატკივრების გამოკითხვაში გაიმარჯვა 
  • კვესელაძემ იტალიელ, ინგლისელ და ფიჯელ მორაგბეებს აჯობა

საქართველოს ნაკრების მორაგბის გიორგი კვესელაძის ლელომ, რომელიც მან ირლანდიასთან დადო, "შემოდგომის ერთა თასის" ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა. 

კვესელაძემ ხმათა 65,1 % მიიღო და სხვა სამ პრეტენდენტს აჯობა -  იტალიელ მატეო მინოცის (ლელო შოტლანდიასთან), ინგლისელ ჯონი მეის (ირლანდიასთან) და ფიჯელ მესულამე კუნავულას (საქართველოსთან).

დუბლინურ მატჩში, რომელიც ირლანდიის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს 23:10 მოუგო, 23 წლის ქართველმა შუამარბმა მოედნის ცენტრში სოსო მათიაშვილისგან შიგნით შექცეული პასი მიიღო, ჯეიკობ სტოკდეილსა და ბილი ბარნსს მოხდენილად გასცდა და ძელებამდე ისე ირბინა, მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა.

📺 გიორგი კვესელაძის ლელო

შეგახსენებთ, რომ კვესელაძის აღნიშნული ლელო ტურნირზე საუკეთესოდ უკვე აღიარეს მე-3 ტურში. ქართველივე შუამარბი გახდა იმავე ტურის საუკეთესო მოთამაშე და ცხადია, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. კვესელაძის ირლანდიასთან თამაშს ევროპულ პრესაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები