Thumbnail

“შემოდგომის ერთა თასის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა დაიწყო, რომელმაც ტურნირის საუკეთესო ლელო უნდა გამოარკვიოს. სასიხარულოა, რომ 4 პრეტენდენტს შორის ქართველი გიორგი კვესელაძის ლელოც მოხვდა, რომელიც მან ირლანდიასთან მატჩში დადო. აღნიშნულ საიტზე მის შესახებ შემდეგს ვკითხულობთ:

გიორგი კვესელაძე – საქართველო V ირლანდია

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ლელო ირლანდიასთან მატჩში დადო და ამით საკუთარი ანგარიშის გახსნაც მოახერხა. დუბლინური შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რასაც ბილი ბარნსის ლელო-გარდასახვა და ჯარიმა მოჰყვა, საქართველომ კი მეტოქეს გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე ლელოთი უპასუხა. ქართველმა შუამარბმა მოედნის ცენტრში სოსო მათიაშვილისგან შიგნით შექცეული პასი მიიღო, ჯეიკობ სტოკდეილსა და ხსენებულ ბარნსს მოხდენილად გასცდა და ძელებამდე ისე ირბინა, მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა.

კვესელაძის გარდა, საუკეთესო ლელოს ავტორობისთვის იტალიელი მატეო მინოცი (ლელო შოტლანდიასთან), ინგლისელი ჯონი მეი (ირლანდიასთან) და ფიჯელი მესულამე კუნავულა (საქართველოსთან) იბრძვიან. “შემოდგომის ერთა თასის” ვებ-გვერდზე ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, პროცედურა კი ხვალ (8 დეკემბერი) დღის ბოლომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კვესელაძის აღნიშნული ლელო ტურნირზე საუკეთესოდ უკვე აღიარეს მე-3 ტურში. ქართველივე შუამარბი გახდა იმავე ტურის საუკეთესო მოთამაშე და ცხადია, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. კვესელაძის ირლანდიასთან თამაშს ევროპულ პრესაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

📺 ტურნირის 4 საუკეთესო ლელო

კომენტარები

ბოლო ამბები