Thumbnail

'ხალხი ჩვენგან სხვა რამეს ელოდა' - მოურინიო დერბის მოგებით ბედნიერია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოზე მოურინიომ არსენალთან თამაში შეაფასა
  • ტოტენჰემი პრემიერლიგაში ლიდერობას ინარჩუნებს

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში ჩრდილოლონდონურ დერბიში ტოტენჰემმა არსენალი ჰონ-მინ სონისა და ჰარი კეინის გოლებით დაამარცხა. პრინციპული შეხვედრის შემდეგ კომენტარი "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა და გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოთქვა.

ჟოზე მოურინიო: "ბედნიერები ვართ. ვაკონტროლებდით თამაშს, საიმედოდ ვითამაშეთ დაცვაში, სონისა და კეინის გოლები კი საოცარი იყო. არსენალი ძალიან კარგი გუნდია და მე-2 ტაიმში პრობლემები შეგვიქმნა. არ მაინტერესებს რომელ ადგილზე არიან ისინი სატურნირო ცხრილში, ძალიან კარგი გუნდია და არტეტა შესანიშნავი მწვრთნელია. ტოტენჰემი გაიზარდა. ხალხი ელოდა, რომ სიტისთან, ჩელსისთან და არსენალთან ქულებს დავკარგავდით და "ნორმალურ მდგომარეობას" დავუბრუნდებოდით, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგანაც კიდევ ერთი ტურით პირველ ადგილზე ვართ".

📺 ტოტენჰემი 2:0 არსენალი [მიმოხილვა]

ტოტენჰემმა ინგლისის პრემიერლიგის 11 ტურში 24 ქულა დააგროვა (7 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება) და გათამაშებას ლივერპულთან ერთად ლიდერობს, თუმცა, ბურთების უკეთესი ბალანსის გამო პირველ ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები