- ქართველი ფეხბურთელების გუნდმა ავსტრიის ჩემპიონატში 4 გოლი გაუშვა
- 'ისევ სტაბილური, სოლიდური და უშეცდომო' - ლოჩოშვილს საუკეთესო შეფასება დაუწერეს
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში ლუკა ლოჩოშვილის და გურამ გიორბელიძის ვოლფსბერგერი სტუმრად ტიროლთან 1:4 დამარცხდა. ამ შეხვედრაში გიორბელიძემ ავსტრიული კლუბის მაისურით ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
გურამს აქამდე 2 მატჩი ჰქონდა ვოლფსბერგერში ჩატარებული, თუმცა ორჯერვე შეცვლაზე ითამაშა, ამჯერად კი, სასტარტოში გამოჩნდა და 66-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 0:2 მარცხდებოდა. ავსტრიულ გუნდში ძირითადის წევრია ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც გადატვირთული კალენდრისა და დარჩენილი მნიშვნელოვანი მატჩის გამო დაასვენეს და ძირითადში არ იყო.

ვოლფსბერგერის მთავარ მწვრთნელ ფერდინანდ ფელდჰოფერს ქართველი ლეგიონერის თამაშში ჩართვა 46-ე წუთიდან მოუწია, რადგანაც გუნდი პირველ ტაიმში დაცვაში სუსტად გამოიყურებოდა. სამწუხაროდ, ლუკამ 82-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
22 წლის ქართველი მცველი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გააძევეს, მანამდე სადებიუტო თამაშში ზალცბურგთან. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ჩემპიონატის 8 მატჩში ლუკას ერთადერთი ყვითელი, მაგრამ 2 წითელი ბარათი აქვს.
ვოლფსბერგერი ავსტრიის ბუნდესლიგაში 9 თამაშში მოპოვებული 10 ქულით მე-7 ადგილზეა. ქართველების გუნდს ხუთშაბათს უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ევროპალიგაზე - როტერდამის ფეიენოორდთან შინ და თუ არ წააგებს, 1/16 ფინალში გავა. შეგახსენებთ, ლოჩოშვილი და გიიორბელიძე ავსტრიაში ზაფხულში, შესაბამისად, დინამო თბილისიდან და გორის დილადან გადავიდნენ.
კომენტარები