Thumbnail
  • დიოპმა 2002 წლის მუნდიალზე, მოქმედ ჩემპიონებს გაუტანა
  • ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი გასულ კვირას, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფეხბურთის ისტორიაში, გაუტანიათ გოლები, რომლებიც ამ სპორტის ყველა გულშემატკივარს ახსოვს. ასეთი ორი, 1986 წელს დიეგო მარადონამ ინგლისის წინააღმდეგ მუნდიალის მეოთხედფინალში, 5 წუთიან ინტერვალში გაიტანა.

ასეთი გოლების გონებაში ჩაბეჭდვის პროცესს, მათი ესთეტიურობა, ან მატჩის მნიშვნელობა არ განსაზღვრავს. მათი მთავარი ღირებულება, კონტექსტი და ნარატივია, მოკლე ისტორია, რომელიც მარტივ კარში შეგორებასაც კი საერთოდ სხვა ელფერს აძლევს.

დიოპის გოლი საფრანგეთთან იმით არ იყო აღსანიშნავი, რომ ყოფილ კოლონიზატორებს გაუტანა, არა, სენეგალში საფრანგეთის ლიგა ერთი და საფრანგეთის ნაკრები ძალიან უყვართ. დიოპის გოლით, სენეგალმა ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მოუგო და ეს ფაქტი, ამ ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ - სენეგალი პირველად შენიშნა მსოფლიომ.

პაპა ბუბა დიოპი გასულ კვირას, დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან, 4 დღის შემდეგ 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც მეტოქის შეტევების ჩაშლით იყო ცნობილი, ფეხბურთს თავისი ქვეყნის ისტორიაში გატანილი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლით დაამახსოვრდა.

კომენტარები

ბოლო ამბები