Thumbnail

'ეს საოცარი მოგზაურობა იყო' - სან ხოსედან გურამ კაშიაც წამოვიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ სან ხოსე დატოვა. 33 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამზე გაავრცელა..

"მადლობა სან ხოსეს. ბევრი მშვენიერი მოგონება მაქვს და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმისთვის, რომ მიმიღეთ. ეს საოცარი მოგზაურობა იყო და ბევრ დიდებულ ადამიანს შევხვდი. მომენტარებით და წარმატებებს გისურვებთ მომავალში", - დაწერა გურამმა.

აღსანიშნავია, რომ MLS-ის კლუბი ვაკო ყაზაიშვილმაც დატოვა. ამგვარად, საქართველოს ნაკრების ორივე მოთამაშეს ახალ გუნდებში ვიხილავთ.

გურამ კაშია სან ხოსეში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და ამერიკული გუნდის ღირსება 45 შეხვედრაში დაიცვა (0 გოლი). გურამი მანამდე დინამო თბილისისა და არნემის ვიტესის რიგებში ასპარეზობდა. 33 წლის ქართველი მცველი თავისუფალი აგენტი გახდა და სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები