- ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის კლუბს ემშვიდობება
- 27 წლის ნახევარმცველმა სან ხოსეში 25 გოლი გაიტანა
- 'ეს საოცარი მოგზაურობა იყო' - სან ხოსედან გურამ კაშიაც წამოვიდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკული სან ხოსე დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ გაავრცელა - იგი MLS-ის კლუბს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა.
"მადლობა ყველაფრისთვის. მომენატრებით და მომდევნო სეზონში წარმატებებს გისურვებთ", - დაწერა ყაზაიშვილმა.
ვაკოს სან ხოსეც დაემშვიდობა და კლუბის ტვიტერის გვერდზე წერია: "მადლობა ჯადოსნური მომენტებისთვის. გოლებიდან პასებამდე, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ყველაფერს, რაც ამ კლუბისთვის გააკეთეთ. წარმატებებს გისურვებთ მომავალში".
ვაკო ყაზაიშვილი სან ხოსეს ღირსებას 2017 წლის ივლისიდან იცავდა და 100 შეხვედრაში 25 გოლის გატანა მოახერხა. ქართველ ფეხბურთელს მანამდე რუსთავის მეტალურგის, არნემის ვიტესისა და ვარშავის ლეგიას რიგებში უთამაშია. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 27 წლის შემტევი ნახევარმცველი. ყაზაიშვილთან ერთად სან ხოსეს გურამ კაშიაც დაემშვიდობა, რომელიც ამერიკულ გუნდში 2018 წლიდან თამაშობდა.
კომენტარები