Thumbnail
  • ფიფას 2021 წლიდან საკლუბო მუნდიალის ფორმატის შეცვლა სურდა
  • გეგმა შეიცვალა: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისევ 7 გუნდით ჩატარდება

ფიფას 2021 წლის ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარება ჰქონდა მიზნად დასახული. ტურნირი ჩინეთში უნდა ჩატარებულიყო და მასში 24 კლუბს უნდა მიეღო მონაწილეობა. გეგმა შეიცვალა: საკლუბო მუნდიალზე კვლავ 7 გუნდი იასპარეზებს, ტურნირს იაპონია უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიფაში პარასკევს მიიღეს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იაპონიაში 2021 წლის დეკემბერში ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პირველი საკლუბო მუნდიალი 24 კლუბით. ფიფამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ 24-გუნდიანი ტურნირი სამომავლო გეგმაში რჩება. 2020 წლის საკლუბო მუნდიალს კი ყატარი 2021 წლის თებერვალში (1-დან 11-მდე) უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები