Thumbnail

PREVIEW | ორი გამარჯვების მოლოდინში - ლას ვეგასში თოფურია და დოლიძე იჩხუბებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 6 დეკემბერი | ⌚ 04:20 | 👊 ილია თოფურია V დეიმონ ჯექსონი
  • 📅 6 დეკემბერი | ⌚ 07:20 | 👊 რომან დოლიძე V ჯონ ალანი

6 დეკემბერს UFC-ში მორიგი დიდი ღონისძიება გველის. ნევადას შტატში, ქალაქ ლას ვეგასში, მთავარი ბრძოლა შვედ ჯეკ ჰერმანსონსა და იტალიელ მარვინ ვეტორის შორის შედგება, თუმცა ცხადია, ჩვენი ყურადღება ქართველ მებრძოლებს დაეთმობა, რომლებსაც მორიგი მნიშვნელოვანი ბრძოლები ელით.

ეს ივენთი ქართველი მებრძოლებისთვის ისტორიული უნდა ყოფილიყო, რადგანაც ლას ვეგასში სამ მათგანს უნდა ეჩხუბა, მაგრამ მერაბ დვალიშვილს მეტოქე ვერ გამოუძებნეს და იგი ამ ივენთზე აღარ იასპარეზებს. სამაგიეროდ, ქართველ ქომაგს ორი მებრძოლის დდუელები ელის: ილია თოფურია და რომან დოლიძე UFC-ში მეორე ბრძოლებს ჩაატარებენ.

ილია თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა 2020 წლის ოქტომბერში გამართა. მისი მეტოქე მაროკოელი იუსუფ ზალალი იყო, რომლის მეტსახელიც "მაროკოელი ეშმაკია". UFC-ში თოფურიასთან ბრძოლამდე, ზალალის 3 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და სამივე ბრძოლაში გამარჯვება მას დარჩა. ილიამ მისი წარმატებული სვლა შეწყვიტა და მსაჯების გადაწყვეტილებით UFC-ში პირველი გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ თოფურია მე-6 ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ში გამარჯვებას მიაღწია. ილიას მომდევნო მეტოქე 32 წლის დეიმონ ჯექსონია, რომელმაც პროფესიონალურ კარიერაში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა.

ჯექსონმა 2020 წელს UFC-ში მირსად ბეკტიჩთან იჩხუბა და აჯობა. მასთან მოგებამდე, დეიმონმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2016 წელს გამართა - მან ლევან მაყაშვილთან იჩხუბა. ის ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა.

📌 დეიმონ ჯექსონი - 22 ბრძოლა პროფესიონალურ კარიერაში, 18 მოგება, 3 მარცხი, 1 ფრე

📌 ილია თოფურია - 9 ბრძოლა პროფესიონალურ კარიერაში | 9 მოგება


UFC-ში მორიგ ბრძოლას ჩაატარებს რომან დოლიძეც. ის ბრაზილიელი ჯონ ალანს დაუპირისპირდება. რომანმა პირველი ბრძოლა რუს ხადის იბრაგიმოვთან ჩაატარა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში ნოკაუტით გაიმარჯვა. რომანს პროფესიონალურ კარიერაში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული. ქართველი მებრძოლი კვირას ასპროცენტიანი შედეგის გაგრძელებას ეცდება.

📌 ჯონ ალანი - 18 ბრძოლა პროფესიონალურ კარიერაში, 13 მოგება, 5 მარცხი

📌 რომან დოლიძე - 7 ბრძოლა პროფესიონალურ კარიერაში, 7 მოგება

კომენტარები

ბოლო ამბები