- ნეაპოლის სტადიონი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის გახდა
- არგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგოს ფენომენი
ნაპოლის სტადიონს სახელი გადაერქვა და ამიერიდან ის დიეგო არმანდო მარადონას სახელობისაა!
ინფორმაცია ახალი სახელის შესახებ ნეაპოლში ოფიციალურად დაადასტურეს. არენის სახელი აქამდე ‘Stadio San Paolo’ გახლდათ. ნეაპოლის მერი ლუიჯი დე მაგისტრისი სტადიონისთვის სახელის გადარქმევას მარადონას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ითხოვდა.

არგენტინელი ლეგენდა 25 ნოემბერს, ბუენოს აირესში, გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ამ ამბავმა განსაკუთრებით ნეაპოლელები დაამწუხრა, სადაც დიეგომ კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იგი ნაპოლიში 1984-1991 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით ორჯერ იტალიის ჩემპიონი, თითოჯერ კი იტალიის თასისა და სუპერთასის, ასევე უეფას თასის მფლობელი გახდა. არგენტინის ნაკრებთან ერთად დიეგომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

კომენტარები