Thumbnail

საუკეთესონი - კანკავა და ლობჯანიძე ყაზახეთის 2020 წლის ჩემპიონატის სიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზახურმა მედიამ ჩემპიონატის 11 საუკეთესოს შორის ორი ქართველი დაასახელა
  • ჯაბა კანკავა და ელგუჯა ლობჯანიძეს ყაზახეთში წარმატებული სეზონი ჰქონდათ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის 2020 წლის სუპერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ. ქართველი ფეხბურთელები ჩემპიონატის 11 რჩეულს შორის ადგილობრივმა სპორტულმა ინტერნეტ-პორტალმა sports.kz-მ დაასახელა. 

ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის ტობოლმა ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა და მომავალ წელს ევროტურნირზე ითამაშებს. 34 წლის კანკავამ ყაზახური ლიგის 19 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლიც გაიტანა. 

"ასაკის მუხედავად, ჯაბა მოედნის ცენტრში ტოლს ყაზახეთის პრემიერლიგის ლამის არცერთ მოთამაშეს დაუდებს", - წერს პორტალი, რომელმაც კანკავა სეზონის განმავლობაში ტურის სიმბოლურში 6-ჯერ დაასახელა.

სად გააგრძელებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი კარიერას ჯერ უცნობია

რაც შეეხება ელგუჯა ლობჯანიძეს, ქართველი ფორვარდის ქაისარმა ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა. 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც მანამდე თარაზში გამოდიოდა, ყიზილორდას კლუბს 7 გოლით დაეხმარა, რითაც ყახეთის სუპერლიგის ბომბარდირთა სამეულში მოხვდა.

"ქართველმა ელგუჯამ დაამტკიცა, რომ შარშანდელი პერფორმანსი თარაზში ჯერ კიდევ არ იყო ის ყველაფერი, რაც მას შეეძლო. ქაისარში ის კიდევ უკეთესად გაიხსნა", - წერს sports.kz, რომლის ტურის სიმბოლურში ლობჯანიძე 5-ჯერ აღმოჩნდა.

ბოლო დროს ელგუჯას საქართველოს ნაკრებში მუდმივად იწვევენ

ჯაბა კანკავასაც და ელგუჯა ლობჯანიძესაც ყაზახურ კლუბებთან კონტრაქტები ამოეწურათ. სად გააგრძელებენ ფეხბურთელები კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები