Thumbnail

გაგრამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მეორედ მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სამგურალი 0:0 (3:5 პენ) გაგრა
  • საქართველო თასი გაგრამ ისტორიაში მეორედ მოიგო

საქართველოს თასის 2020 წლის გამარჯვებული გაგრა გახდა! ფინალში, რომელიც გორში გაიმართა, გაგა კირკიტაძის გუნდმა წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა და ისტორიაში მეორედ დაეუფლა საქართველოს თასს.

🇬🇪🏆 Football Club Gagra საქართველოს თასის მფლობელია! მიმოხილვა: bit.ly/GEOCUP_

Posted by popsport on Friday, December 4, 2020


შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ძალიან მოსაწყენი. თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებდა, რაც შესაძლოა თამაშის მნიშვნელობითაც იყო გამოწვეული. საგოლე მომენტები 120 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად არ შექმნილა. იყო მეტ-ნაკლები შანსი, ანგარიში გახსნილიყო, თუმცა ნულოვანი ფრე აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ სამგურალმა 55-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა. თედო კიკაბიძის საკმაოდ საკამათო გაძევების შემდეგ, წყალტუბოელებს 10 ფეხბურთელით მოუწიათ თამაშის გაგრძელება. უნდა აღიშნოს, რომ ამის მიუხედავად, თამაშიდან ყველაზე რეალური საგოლე შანსი სწორედ სამგურალმა შექმნა. მე-100 წუთზე დემურ ჩიხლაძის ეფექტური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს და გაგრა გაშვებულ გოლს გადაურჩა. ეს იყო და ეს, დანარჩენი უკვე პენალტების სერიაში გადაწყდა.

მესამედ პენალტების სერიით

პენალტების სერიაც დაძაბული გამოდგა. გუნდებმა ჯამში 9 თერთმეტმეტრიანი შეასრულეს, საიდანაც მხოლოდ სამგურალის კოტ დივუარელმა ლეგიონერმა იუსუფ ტურემ ვერ ივარგა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა და ფინალის ბედიც ამან გადაწყვიტა. ბოლო პენალტი მიხეილ ერგემლიძემ უნაკლოდ დაარტყა და გაგრამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რითაც ევროპის კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა და ეს ყველაფერი ეროვნული ლიგა 2-დან!

გაგრამ საქართველოს თასზე მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში პენალტების სერიით იმარჯვა. გორის დილასთან, საბურთალოსთან და სამგურალთან მატჩებში გოლი არ გასულა, მაგრამ გაგა კირკიტაძის გუნდმა სამივე შემთხვევაში თერთმეტმეტრიანები უნაკლოდ შეასრულა, რაც შემთხვევითობა ნამდვილად არ არის.

სამგურალი 0:0 (3:5 პენ) გაგრა

სამგურალი: მეშველიანი, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, ტურე, კუხიანიძე, გაზდელიანი, ფონიავა, ქურდაძე, დოლიძე (72. ჩიხლაძე), ბურჯანაძე, კიკაბიძე

გაგრა: კერესელიძე; ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ივანიაძე (84. ერგემლიძე), ხაბელაშვილი (106. კაკიაშვილი), ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი (106. მანაგაძე), მაქაცარია, ლაღაძე (84. ოქროპირიძე)

პენალტების სერია
გაგრა: ხოსიტაშვილი ✅ კაკიაშვილი ✅ ჩადუნელი ✅ ვეკუა ✅ ერგემლიძე ✅
სამგურალი: პატარკაციშვილი ✅ ქურდაძე ✅ ტურე ❌ ბურჯანაძე ✅

კომენტარები

ბოლო ამბები