Thumbnail

'ისევ სტაბილური, სოლიდური და უშეცდომო' - ლოჩოშვილს საუკეთესო შეფასება დაუწერეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ავსტრიულ ვოლფსბერგერში ლუკა ლოჩოშვილი დღითიდღე ფეხს უფრო და უფრო იკიდებს. ქართველმა მცველმა მორიგი კარგი თამაში ევროპალიგაზე ჩაატარა, სადაც ავსტრიელებმა მოსკოვის ცსკა-ს რუსეთში მოუგეს და 1/16 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ავსტრიულმა გამოცემა Laola1-მა ვოლფსბერგერის ფეხბურთელების თამაში შეაფასა და ერთიანი ბევრ ფეხბურთელს დაუწერა, რაც ავსტრიაში (და გერმანიაშიც) საუკეთესო შეფასებაა (ყველაზე დაბალი შეფასება არის 6). მათ შორის იყო 22 წლის ქართველი, რომელმაც ევროპალიგაზე ხუთი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

Laola1: "კიდევ ერთხელ უკიდურესად სტაბილური და საოცრად სოლიდური თამაში ქართველისგან, რომელიც ნელ-ნელა ვოლფსბერგერის დიდ დავალებებს ასრულებს. ლოჩოშვილმა მარცხენა ცენტრალურ მცველად უშეცდომოდ ითამაშა, ტანმაღალ ქართველ მცველს ვერავინ გასცდა".

ლუკა ლოჩოშვილის და გურამ გიორბელიძის ემოციები ცსკა-სთან მოგების შემდეგ

ვოლფსბერგერი ჯგუფში 7 ქულით მე-2 ადგილზეა და 1/16 ფინალში გასასვლელად ბოლო ტურში როტერდამის ფეიენოორდთან დაპირისპირებაში ფრეც ეყოფა. შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ვოლფსბერგერში აგვისტოში დინამო თბილისიდან გადავიდა და ავსტრიელთა მაისურით 12 თამაში ჩაატარა, გოლი არ გაუტანია, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები