Thumbnail

ევროპალიგა | მილანმა სელტიკს აჯობა, ქართველებმა მოსკოვში მოიგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანმა გლაზგოს სელტიკს ორივე მატჩი მოუგო
  • ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძისა ვოლფსბერგერმა ცსკა დაამარცხა

ევროპალიგის პირველი სესიის მატჩები საინტერესო გამოდგა. მილანმა გლაზგოს სელტიკს მეორე მატჩიც მოუგო და ევროპალიგის 1/16 ფინალში ითამაშებს. ''როსონერი'' მატჩს 14 წუთში ორი ბურთით აგებდა, თუმცა მილანელებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს და 3 ქულა მოიპოვეს. ამავე ჯგუფის მატჩში ლილი სპარტასთან 0:1-ს აგებდა, თუმცა ფრანგებმა ბურაქ ილმაზის დუბლით მოიგეს და მილანთან ერთად ევროპალიგის პლეი ოფში გავიდნენ.

ლილი 2:1 სპარტა

გოლები: 0:1 კრეჟცი (71), 1:1 ილმაზი (80), 2:1 ილმაზი (84)

მილანი 4:2 სელტიკი

გოლები: 0:1 როგიჩი (7), 0:2 ედუარი (14), 1:2 ჩალჰანოღლუ (24), 2:2 კასტილიეხო (26), 3:2 ჰაუგე (50), 4:2 დიასი (82)

ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის ვოლფსბერგერმა ცსკა-ს მოსკოვში 1:0 მოუგო და K ჯგუფში მე-2 ადგილზეა 7 ქულით. ვოლფსბერგერმა ბოლო ტურში ფეიენოორდთან არ უნდა წააგოს, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეს. ავსტრიელებს პლეი ოფში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.

უხვგოლიანი გამოდგა ლასკისა და ტოტენჰემის მატჩი. ლონდონელები მატჩს 3-ჯერ იგებდნენ, თუმცა ავსტრიელებმა სამივეჯერ გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს, რადგანაც ანტვერპენმა 3:1 სძლია ლუდოგორეცს.

ლასკ 3:3 ტოტენჰემი

გოლები: 1:0 მიკორლი (42), 1:1 ბეილი (პენ-45), 1:2 სონი (56), 2:2 ეგეშტაინი (84), 2:3 ალი (პენ-87), 3:3 კარამოკო (90+3)

აეკ 2:4 ბრაგა

გოლები: 0:1 ტორმენა (7), 0:2 ესგაიო (9), 1:2 ოლივეირა (31), 1:3 ჰორტა (45), 1:4 გალენო (82), 2:4 

ფეიენოორდი 0:2 დინამო ზაგრები

გოლები: 0:1 პეტკოვიჩი (პენ-45), 0:2 მაიერი (52)

ცრვენა ზვეზდა 0:0 ჰოფენჰაიმი

ზორია 1:0 ლესტერი

გოლები: 1:0 საიიადამანეში (84)

გენტი 1:2 ლიბერეცი

გოლი: 0:1 მარა (32),იუსუფი 0:2 (55), 1:2 იარემჩუკი (60)

ანტვერპენი 3:1 ლუდოგორეცი

გოლები: 1:0 ჰონგლა (19), 1:1 დესპოდოვი (53), 2:1 დე ლაეტი (72), 3:1 ბენსონი (87)

ყარაბაღი 1:1 მაკაბი

გოლი: 0:1 კოენი (პენ-22), 1:1 რომერო (37)

სივასპორი 0:1 ვილიარეალი

გოლი: 0:1 ჩუკუვეზე (75)

ცსკა 0:1 ვოლფსბერგერი

გოლი: 0:1 ვიზინგერი (22)

კომენტარები

ბოლო ამბები