Thumbnail
  • ნიონში ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფინალის წილისყრა გაიმართა
  • მატჩები ტურინსა და მილანში გაიმართება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ოთხთა ფინალის წილისყრა გაიმართა. A ლიგის ოთხი გამარჯვებული ნახევარფინალებში დაწყვილდნენ.

ერთა ლიგის ოთხთა ფინალი 2021 წლის 6-10 ოქტომბერს გაიმართება. ოთხთა ფინალის მასპინძლობის უფლება თავიდანვე სამმა ქვეყანამ გამოთქვა: იტალიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა. ამ სამი ქვეყნიდან ფინალურ ეტაპზე იტალია გავიდა, რომელიც უმასპინძლებს კიდეც ოთხთა ფინალს. 

წილისყრამ ერთმანეთს ორი გრანდი დაუპირისპირა - 6 ოქტომბერს, "სან სიროზე" იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. ხოლო 7-ში ტურინში ერთმანეთს ბელგია და საფრანგეთი შეხვდებიან. მე-3 ადგილისთვის მატჩი ტურინში, ხოლო ფინალი მილანში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ეს ერთა ლიგის მეორე სეზონია, პირველი სეზონის ტრიუმფატორი პორტუგალიის ნაკრებია. ფინალისტები ავტომატურად მიიღებენ, მუნდიალის პლეი ოფის საგზურებს (თუ დასჭირდათ). 

ერთა ლიგა. 2020/21. ოთხთა ფინალი

1/2 ფინალი

6 ოქტომბერი

იტალია v ესპანეთი (მილანი)

7 ოქტომბერი

ბელგია v საფრანგეთი (ტურინი)

10 ოქტომბერი

მე-3 ადგილისთვის მატჩი (ტურინი)
ფინალი (მილანი)

კომენტარები

ბოლო ამბები