- ენტონი დევისმა ლოსანჯელესელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
- NBA | ბლოკბასტერ-ტრეიდი: ჰიუსტონმა რასელ ვესტბრუკი გაუშვა
- სუპერსტარტი NBA-ში: ლოს ანჯელესის დერბი და დურანტი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ენტონი დევისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ESPN-ის ინფორმაციით, დევისი გუნდში 2025 წლამდე დარჩება და ამ დროის განმავლობაში 190 მილიონ დოლარს მიიღებს. კონტრაქტი ბოლო სეზონის წინ შეწყვეტის ვარიანტსაც ითვალისწინებს.

დევისი ლეიკერსს გასული წლის ივნისში ნიუ ორლეან პელიკანსიდან შეუერთდა და პირველივე სეზონში ლეიკერსში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას გუნდის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
გასულ სეზონში 27 წლის კალათბურთელი საშუალოდ 26.1 ქულას, 9.3 მოხსნას, 3.2 პასს, 1.5 ჩაჭრას და 2.3 დაფარებას აგროვებდა. შეგახსენებთ, რომ ლეიკერსმა გუშინ ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე ლებონ ჯეიმსსაც გაუფორმა.
კომენტარები