Thumbnail

'ეს ვერ გითხარი და ამიტომ დავწერ' - პელეს ემოციური სიტყვები მარადონაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პელემ დიეგო მარადონა კიდევ ერთხელ გაიხსენა
  • ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა

პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა. ბრაზილიელმა ‘ფეხბურთის მეფემ’ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მარადონამ სამყარო მოაჯადოვა და ერთხელაც, ისინი სამოთხეში ფეხბურთს ერთ გუნდში ითამაშებენ.

პელე: "შვიდი დღე გავიდა შენი წასვლიდან. ბევრ ადამიანს უყვარდა ჩვენი შედარება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შენ გენიოსი იყავი, რომელმაც სამყარო მოაჯადოვა. ფეხზე ბურთით ჯადოქარი, ნამდვილი ლეგენდა. მაგრამ, ამას გარდა, ჩემთვის ყოველთვის დიდი მეგობარი იქნები, კიდევ უფრო დიდი გულით.

ვიცი, რომ დღეს სამყარო უკეთესი იქნებოდა, უფრო ნაკლები შედარება და უფრო მეტი აღტაცება რომ ყოფილიყო ჩვენს შორის. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ შეუდარებელი ხარ. შენი უნიკალური მეთოდით გვასწავლე, რომ უფრო ხშირად უნდა ვთქვათ - ‘მიყვარხარ’. შენმა სწრაფმა წასვლამ არ მომცა საშუალება, მეთქვა, ამიტომ, უბრალოდ დავწერ: მიყვარხარ, დეიგო! ჩემო დიდო მეგობარო, დიდი მადლობა ჩვენი ერთობლივი თავგადასავლისთვის. ერთ დღეს, სამოთხეში, ერთ გუნდში ერთად ვითამაშებთ. და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მე მუშტს ჰაერში ავწევ მოედანზე გოლის აღნიშვნის გარეშე. შეიძლება იმიტომ, რომ საბოლოოდ, შემეძლება კიდევ ერთხელ ჩაგეხუტო".

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები