Thumbnail

“შემოდგომის ერთა თასის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ტურნირის მე-3 ტურის საუკეთესო ლელოს ავტორად საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე დასახელდა.

ქართველ მორაგბეს ხმების 92% ერგო და აშკარა უპირატესობით აჯობა კონკურენტებს – იტალიელი კარლო კანას, ფრანგი გაბინ ვილიესა და უელსელ ჯონი უილიამსს.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ კვესელაძეს სუპერკვირა ჰქონდა. 23 წლის “ბორჯღალოსანმა” ირლანდიას სუპერლელო დაუდო და სანამ მის შეტევას პირველ ადგილს მიაკუთვნებდნენ, ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “შემოდგომის ერთა თასის” ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან (0:40), უელსთანა (0:18) და ირლანდიასთან (10:23) წააგო, ტურნირის მე-7 ადგილისთვის კი ფიჯელებს დაუპირისპირდება. თამაში შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ მარიფილდზე 5 დეკემბერსაა დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

📺 გიორგი კვესელაძის ლელო

კომენტარები

ბოლო ამბები