Thumbnail

NBA-ს ახალი სეზონი საქართველოს დროით 23 დეკემბერს იწყება. პირველი მატჩები უკვე ცნობილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიგა პირველსავე დღეებში შემოგვთავაზებს საუკეთესო დუელებს მათ შორის, რისი შემოთავაზებაც შეუძლია.

სეზონი ბრუკლინ ნეტსისა და გოლდენ სტეიტის თამაშით იხსნება, რომლის ინტრიგა გასაგებია: გამოჯანმრთელებული, ერთი წლის უთამაშებელი კევინ დურანტი პირველად უნდა გავიდეს პარკეტზე და პირდაპირ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.

წაიკითხე‘კარგად ვარ და მზად ვარ’ - კევინ დურანტმა დაბრუნებაზე ისაუბრა

პირველსავე დღესაა ლოს ანჯელესის ძალიან მაგარი დერბიც: ლებრონ ჯეიმსის ლეიკერსი კავაი ლეონარდის კლიპერსის წინააღმდეგ. მეორე დღეს სეზონს ლუკა დონჩიჩის დალასი დაიწყებს: მავერიკსი 24 დეკემბერს ფინიქსს შეხვდება. იმავე დღეს, ბოსტონ სელტიკსის და მილუოკი ბაქსის დრამატული დუელია. აღსანიშნავია, რომ Cristmas Games-ის ფარგლებში დალასს 25 დეკემბერს ლეიკერსთან თამაში ელის. იმავე დღეს, იანის ანტეტოკუნმპო და კომპანია სტეფ კარის გოლდენ სტეიტს შეხვდებიან

NBA-ს პირველი მატჩების კალენდარი

📌 23 დეკემბრი
ბრუკლინ ნეტსი V გოლდენ სტეიტ უორიორსი
ლოს ანჯელეს ლეიკერსი V ლოს ანჯელეს კლიპერსი

📌 24 დეკემბერი
ბოსტონ სელტიკსი V მილუოკი ბაქსი
ფინიქს სანსი V დალას მავერიკსი

📌 25 დეკემბერი, Christmas Games
მაიამი ჰიტი V ნიუ ორლეან პელიკანსი
მილუოკი ბაქსი V გოლდენ სტეიტ უორიორსი
ბოსტონ სელტიკსი V ბრუკლინ ნეტსი
ლოს ანჯელეს ლეიკერსი V დალას მავერიკსი
დენვერ ნაგეთსი V ლოს ანჯელეს კლიპერსი

კომენტარები

ბოლო ამბები