Thumbnail

22 წლის გიორგი ბეჟანიშვილის ილინოის ფაითინგ ილინიმ მიმდინარე სეზონში მოპოვებული 3 გამარჯვების შემდეგ, პირველი მარცხი განიცადა, თუმცა, ქართველმა კალათბურთელმა ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ილინოისმა ბეილორ ბეარსთან შეხვედრის მე-2 ტაიმში ერთბაშად 51 ქულა მიიღო და 69:82 წააგო, ბეჟანიშვილმა კი მოედანზე გატარებულ 25 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი მძიმე ფორვარდი თანაგუნდელთაგან მხოლოდ აიო დოსუნმუს ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.

მიმდინარე სეზონში ბეჟანიშვილის საშუალო მონაგარი 7.5 ქულა და 3.75 მოხსნაა, მისი გუნდი კი ბიგ თენის კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. ილინოისი მომდევნო შეხვედრას 6 დეკემბერს მარტინ სქაიჰოუქსთან გამართავს.

📺 ბეჟანიშვილი ბეილორთან

კომენტარები

ბოლო ამბები