Thumbnail

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - სანდროს შეჩერება ვერც როდ აილენდმა მოახერხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სეტონ ჰოლის ქართველი კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვილისგან მიმდინარე სეზონში ბევრს ელოდნენ და ჯერჯერობით, ის იმედებს სრულად ამართლებს. დღეს დილით სანდრომ მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა, თუმცა კი, ამჯერად, სეტონ ჰოლს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.

21 წლის ქართველი ფორვარდის კლუბმა სტუმრად როდ აილენდ რემსთან 63:76 წააგო, მამუკელაშვილი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. სანდრომ ასევე ყველაზე მეტი – 38 წუთი ითამაშა და სტუმრებს 25 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 4 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სეტონ ჰოლს მიმდინარე სეზონში 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა, ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი კი 21.6 ქულა და 9 მოხსნაა. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს ორეგონ დაქსთან ჩაატარებენ.

📺 მამუკელაშვილი როდ აილენდთან

კომენტარები

ბოლო ამბები