- კიევის დინამოს კარში კრიშტიანო რონალდომ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა
- ჟირუს პოკერი - დორტმუნდმა ჰაალანდი დაკარგა, მაგრამ პლეი ოფშია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ტურინის იუვენტუსმა 3:0 დაამარცხა კიევის დინამო, ამ შეხვედრის მეორე გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა. ეს პორტუგალიელის პროფესიულ კარიერაში 750-ე გოლია.
კრიშტიანო ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "750 გოლი, 750 ბედნიერი მომენტი, 750 ბედნიერი ღიმილი ფანების სახეებზე. დიდი მადლობა ყველას, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ყველას ვინც დამეხმარა ამ საოცარი რიცხვისთვის მიმეღწია კარიერაში. მადლობა ოპონენტებს, რომელთა გამოც ყოველდღე სულ უფრო მეტს ვშრომობ. ყველაზე მეტად, მადლობა ჩემს ლამაზ ოჯახს, რომელიც წარმატებისა და წარუმატებლობის ჟამს, ყოველთვის ჩემს გვერდითაა. შემდეგი გაჩერება - 800 გოლი! წავედით! - Fino Alla Fine!"
კრიშტიანო რონალდოს 750 გოლიდან 450 რეალზე მოდის, 118 - მანჩესტერ იუნაიტედზე, 102 - პორტუგალიის ნაკრებზე, 75 - იუვენტუსზე და 5 ლისაბონის სპორტინგზე. როგორც ხედავთ, რონალდომ საკუთარი გოლების ზუსტად 10% იუვენტუსისთვის გაიტანა. ბოლო გამოთვლით, პელეს 767 გოლი ჰქონდა გატანილი. ასე რომ, შორს არ უნდა იყოს ის დრო, როცა კრიშტიანო ფეხბურთის მეფეს გადაასწრებს.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 7 დეკემბერს ბარსელონა იუვენტუსს მასპინძლობს და გულშემატკივრები დიდი ალბათობით, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მორიგ დუელს ნახავენ. ორივე გუნდი პლეი ოფშია.
📺 იუვენტუსი v დინამო კიევი [მიმოხილვა]
კომენტარები