Thumbnail

'უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს' - ზიდანმა რეალის კრიზისზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შახტარი 2:0 რეალი | გოლები: 1:0 დენტინიო (57), 2:0 სოლომონი (82)
  • ზინედინ ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის რეალი კიევში, შახტართან 0:2 დამარცხდა და მერვედფინალში გასვლის საკითხი გაირთულა. მატჩის შემდეგ ესპანური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს წაგება არ დაუმსახურებია, მაგრამ რეალობა ასეთია.

ზინედინ ზიდანი: "გადადგომაზე არ ვფიქრობ. ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს, ცუდი შედეგების სერია. ეს რეალობაა, მაგრამ წინ უნდა წავიდეთ. ვიცოდით, რომ დღეს ფინალი გველოდა და კარგად მოვემზადეთ. პირველი ტაიმი კარგი იყო, გოლიც დავიმსახურეთ, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. ჯგუფში ერთი თამაში დაგვრჩა და უნდა მოვიგოთ.

მე, როგორც ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთე, როგორც ყველა ფეხბურთელმა. ლა ლიგის ბოლო ტურში გამარჯვება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია, მაგრამ დღეს იგივეს ვერ ვიტყვი. თავი უნდა ავწიოთ და მომდევნო თამაშზე ვიფიქროთ. უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ბევრი მომენტი და მაღალი პრესინგი გვქონდა, ბურთს ვფლობდით, საგოლე შანსები შევქმენით. ერთადერთი გოლი ვერ გავიტანეთ, რაც თამაშს გაამარტივებდა. უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. გავაგრძელოთ მძიმე შრომა და გვწამს იმის, რასაც ვაკეთებთ.

რთულ მომენტში ვართ, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ხასიათი და სიამაყე. დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით, ეს ძალიან იმედგამაცრუებელი შედეგია. ბოლო ტურში მოგება მოგვიწევს, რადგან ეს დღეს ვერ შევძელით. ჩვენ ამის გვჯერა და ვიბრძოლებთ".

📺 შახტარი 2:0 რეალი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა დონეცკის შახტართან ჯგუფში ორი თამაში წააგო და 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს. "სამეფო გუნდი" ბოლო ტურში გლადბახს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე რეალმა ერთ გუნდთან ორი თამაში 2008 წლის შემდეგ პირველად წააგო. შახტარამდე ამის გაკეთება იუვენტუსმა მოახერხა. მადრიდული გრანდი ცუდ ფორმაშია და ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები