Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ში მოთამაშე TOP 3 მაღალ კალათბურთელში შეიყვანეს, რომელთაც pick-and-roll-ის თამაში განსაკუთრებით კარგად გამოსდით. 

pick-and-roll (ან მოკლედ P&R) არის სათამაშო ეპიზოდი, როდესაც "მაღალი" "სქრინს" უყენებს (ძირითადად) გამთამაშებელს, შემდეგ მიემართება კალათისკენ და თანაგუნდელისგან პასს ახლო მანძილიდან სროლით ან სულაც ჩატენვით ასრულებს. ეს არც ისე იოლი საქმეა - "მაღალი" კარგად უნდა აყენებდეს "სქრინებს", რაც მთელი ხელოვნებაა, პლუს უნდა იყოს მობილური და თან შეტევის ეფექტურად დასრულება შეეძლოს - ასეთი "მაღლები" NBA-შიც  დიდად ფასობენ. 

bustingbrackets.com-მა კოლეჯთა ლიგაში pick-and-roll-ის სამ საუკეთესო სპეციალისტს შორის პირველ ნომრად სეტონ ჰოლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი შეიყვანა. 

"211 სმ სიმაღლის სანდრო მამუკელაშვილს გაცილებით დაბალი კალათბურთელის მობილურობა ახასიათებს. ისე გრაციოზულად გადაადგილდება მოედანზე, რომ ძნელად დასაჯერებელია, რომ საქმე თითქმის 7-ფუტიან ცენტრთან გვაქვს. გასულ სეზონში ის სამქულიანებს 43%-იანი სიზუსტით ისროდა. ამ დროს სანდრო ფარქვეშაც ეფექტურია - 63%.

მამუკელაშვილის P&R. I ვარიანტი

ლუისვილთა მატჩში სანდრომ თავგზა აუბნია მეტოქეს და P&R-ის წინააღმდეგ შემუშავებულ გეგმაზე უარი ათქმევინა. ეს იმიტომ მოხდა, რომ სანდროს P&R-სას ვარიანტები აქვს, შეუძლია კალათისკენ გაემართოს პასისთვის, ან თავად შეუტიოს სამქულიანი ზონიდან, ან კიდევ თავად დრიბლინგით შევიდეს მეტოქის ფარზე", - წერს გამოცემა. 

მამუკელაშვილის P&R. II ვარიანტი

TOP 3 "მაღალში" მოხვდნენ ლუკა გარზა (აიოვა), რომელიც ამერიკული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავია და ამირ სიმსი (კლემსონი). 

ლუკა გარზა NCAA-ს საშუალოდ 33.5 ქულით ლიდერობს, ხოლო სანდრო მამუკელაშვილს გუნდისთვის საშუალოდ 20 ქულა მოაქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები