Thumbnail
  • საქართველოსა და ფიჯის მორაგბეთა ნაკრებები შემოდგომის ერთა თასზე ხვდებიან
  • მთავარი მსაჯი შოტლანდიელი იქნება, რომელსაც ბორჯღალოსნების მატჩზე არ უმუშავია

შემოდგომის ერთა თასზე, მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში, საქართველოსა და ფიჯის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრას შოტლანდიელი რეფერი, მაიკ ადამსონი განსჯის.

36 წლის მსაჯი 2014 წლამდე საერთაშორისო დონის მოთამაშე იყო. ის გლაზგო უორიორსსა და ლონდონ სქოთიშში თამაშობდა. ადამსონი იცავდა შოტლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების (16-იდან 21 წლამდე) ღირსებას, თამაშობდა შოტლანდიის კლუბების ნაკრებში და 7-კაცა ნაკრებში (2006-2011), მაიკმა მსაჯობა 2016 წელს დაიწყო.

აქამდე მას ბორჯღალოსნების მატჩი არასდროს უმსაჯია, თუმცა 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოში იმყოფებოდა. ადამსონს კიდეებიდან შოტლანდიელი სემ გროვ-უაითი და იტალიელი ანდრეა პიარდი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი ირლანდიელი ბრაიან მაკნისი იქნება.
 

კომენტარები

ბოლო ამბები