Thumbnail

'რატომ არ თამაშობს მესი? ამას მე ვწყვეტ' - კუმანი ჟურნალისტებმა გააღიზიანეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბარსელონა ფერენცვაროშთან მესის გარეშე ითამაშებს
  • რონალდ კუმანმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ბარსელონა უნგრეთში ფერენცვაროშს დაუპირისპირდება. ესპანური გრანდის განაცხადში არ არის ლიონელ მესი, რომელსაც რონალდ კუმანი ასვენებს. ბარსას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოპოვებული აქვს და ნიდერლანდელ სპეციალისტსაც მჭიდრო კალენდრის გამო, როტაციის გაკეთება უწევს.

მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგა მესისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ტურნირია და კუმანს ამიტომაც ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტა მესის დასვენება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ წინა ტურში კიევის დინამოსთანაც არ ათამაშა.

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი): "მესმის, რომ მესის დასვენება ჩვეულებრივი ამბავი არ არის, მაგრამ ამ სეზონს განსხვავებული კალენდარი აქვს. ჩვენ შეგვიძლია მას დასვენების საშუალება მივცეთ ხვალ, როგორც ეს კიევში გავაკეთეთ, რადგან მომდევნო ეტაპზე გასულები ვართ. შაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, რომელიც უნდა მოვიგოთ.
ახლა კი მესის შეუძლია დაისვენოს. მომავალში ეს შესაძლებლობა აღარ გვექნება. მე მას პირადად ვესაუბრე და ამ საკითხზე აზრი ვკითხე. ნებისმიერ შემთხვევაში, მწვრთნელის გადასაწყვეტია და საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და G ჯგუფში ლიდერია. ამ ჯგუფიდან მერვედფინალში ტურინის იუვენტუსიც გასულია და ეს გუნდები ბოლო ტურში ერთმანეთში პირველი ადგილის ბედს გაარკვევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები