Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდო Golden Foot-ის გამარჯვებულია
  • პორტუგალიელი მე-18 ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო

იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კიდევ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო - Golden Foot Award-ის გამარჯვებული გახდა. პორტუგალიელმა შემტევმა ეს პრიზი კარიერაში პირველად მოიგო. 10 კანდიდატს შორის რონალდომ ლიონელ მესის, არტურო ვიდალს, რობერტ ლევანდოვსკის, ნეიმარს, ჯორჯო კიელინის, მოჰამედ სალაჰს, სერხიო რამოსს, ჟერარდ პიკესა და სერხიო აგუეროს აჯობა.

Golden Foot - ეს არის ჯილდო, რომელიც 28 წლის ასაკის ზემოთ ფეხბურთელებს განვლილი კარიერის გამო გადაეცემათ. გასულ წელს Golden Foot, რომელიც 2003 წელს დაარსდა, მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მოიგო, თავის დროზე კი არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს მოუგია.

Golden Foot-ის ყველა გამარჯვებული:

რობერტო ბაჯო (2003), პაველ ნედვედი (2004), ანდრეი შევჩენკო (2005), რონალდო (2006), ალესანდრო დელ პიერო (2007), რობერტო კარლოსი (2008), რონალდინიო (2009), ფრანჩესკო ტოტი (2010), რაიან გიგზი (2011), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2012), დიდიე დროგბა (2013), ანდრეს ინიესტა (2014), სამუელ ეტო’ო (2015), ჯანლუიჯი ბუფონი (2016), იკერ კასილიასი (2016), ედინსონ კავანი (2018), ლუკა მოდრიჩი (2019), კრიშტიანო რონალდო (2020).

კომენტარები

ბოლო ამბები