Thumbnail
  • დილა 4:3 საბურთალო
  • ტორპედო 1:5 ლოკომოტივი
  • საქართველოს ჩემპიონატში ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია

საქართველოს ჩემპიონატში ოქროს მედლებისთვის ბრძოლაც დაიძაბა და ევროპალიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლაშიც საინტერესო სიტუაციაა. ბოლო ტურის წინ, თბილისის ლოკომოტივი და გორის დილა ინარჩუნებენ შანსს, რომ მე-3 ადგილზე გავიდნენ და რაც ყველაზე დამაინტრიგებელია, ბოლო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან!

მანამდე, მე-17 ტურში დილამაც მოიგო და ლოკომაც. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ქუთაისის ტორპედოს ესტუმრა და 5:1 იმარჯვა. თუმცა, თამაშის დასაწყისი ასეთ სცენარს ნამდვილად არ პროგნოზირებდა. უფრო მეტიც, მატჩის პიველივე წუთზე გიორგი ფანცულაიას გოლით ტორპედო დაწინაურდა. მაგრამ, შემდეგ თამაშის სადავეები ხელში სტუმრებმა ჩაიგდეს და მთლიანობაში ძალიან ადვილად მოიგეს. პირველივე ტაიმში მამია გავაშელიშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ თავისი გუნდი წინ გაიყვანეს, ხოლო შესვენების შემდეგ ლოკოს უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა. გავაშელიშვილმა და სიხარულიძემ მე-2 ტაიმშიც გამოიჩინეს თავი და შესაბამისად, ორივემ დუბლი შეასრულა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 71-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა დააფიქსირა - 1:5 თბილისელთა სასარგებლოდ.

ლოკომოტივმა ქუთაისში ადვილად მოიგო 
📷 | ს.კ ლოკომოტივი

ლოკოს 29 ქულა აქვს, მე-3 პოზიციაზეა და გორის დილას 2 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში, 10 დეკემბერს, ისინი ერთმანეთს თბილისში შეხვდებიან და ეს მატჩი ნამდვილად ფინალის ტოლფასია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლოკოს ფრეც დააკმაყოფილებს, გორელებს მხოლოდ - 3 ქულა დასჭირდებათ.

დილამ მე-17 ტურში თბილისის საბურთალოს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 4:3 აჯობა. თამაში საინტერესოდ წარიმართა. სტუმრები 3-ჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც უქულოდ დარჩნენ, რის შედეგადაც ევროპალიგის ზონაში მოხვედრიც შანსიც დაკარგეს.

გიორგი გულიაშვილისა და იური ტაბატაძის გოლებს პირველ ტაიმში გიორგი ლაცაბიძემ უპასუხა და საბურთალომ ტაიმი 2:1 მოიგო. მე-2 ნახევრის პირველივე წუთზე ლიდორ კოენმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 10 წუთში ბექა ქავთარაძემ საბურთალო წინ მესამედ გაიყვანა. მიუხედავავად ამისა, დილა არ დანებდა და გამარჯვება მაინც მოიპოვა. რომარიკ ეტოუმ ჯერ გათანაბრება შეძლო, ხოლო გამარჯვების გოლი პენალტით მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დილა ლოკომოტივს 2 ქულით ჩამორჩება და 10 დეკემბერს, ეს გუნდები ერთმანეთში გაარკვევენ ვინ ითამაშებს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

დილა 4:3 საბურთალო

გოლები: 0:1 გულიაშვილი (28), 1:1 ლაცაბიძე (33), 1:2 ტაბატაძე (45), 2:2 კოენი (46), 2:2 ქავთარაძე (58), 3:3 ეტოუ (59), 4:3 კოვტალიუკი (72, პენ)

ტორპედო 1:5 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ფანცულაია (1), 1:1 გავაშელიშვილი (22), 1:2 სიხარულიძე (32), 1:3 სიხარულიძე (49), 1:4 გავაშელიშვილი (69), 1:5 იმრანი (71)

კომენტარები

ბოლო ამბები