Thumbnail

'ის სტრესშია? არა, მენტალურად ძლიერია' - ზინედინ ზიდანი ედენ აზარზე

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ედენ აზარი ისევ ტრავმირებულია
  • ბელგიელზე კომენტარი ზინედინ ზიდანმა გააკეთა

მადრიდის რეალში მძიმედ ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ ედენ აზარს იმედი ჰქონდა, რომ "სამეფო კლუბს" წარმატების მიღწევაში მისთვის მე-2 სეზონში მაინც დაეხმარებოდა თუმცა ბელგიელის უიღბლობა გრძლედება.

29 წლის შემტევი კიდევ ტრავმირებულია. გასულ სეზონში მიღებული დაზიანებების გამო მან ესპანურ კლუბთან სრული ადაპტაცია ვერ შეძლო. 2020/21 წლების სეზონის დასაწყისიც ტრავმის გამო გაუცდა. ვარჯიშები ახალი განახლებული ჰქონდა, როდესაც აზარი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა და გუნდს ვეღარ დაეხმარა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ედენის თამაშში პოზიტიური ნიშნები გაჩნდა, თუმცა ბელგიელს კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. ალავსეთან წაგებულ შეხვედრაში (1:2) ედენმა კიდევ ერთი დაზიანება მიიღო. იგი დაახლოებით 1 თვეს გამოტოვებს.

აღნიშნულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა მადრიდის რეალის მთავამა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა აზარი მენტალურად ძლიერია და მისი, როგორც ფეხბურთელის სწამს.

"ის სტრესშია? არა, იგი მენტალურად ძალიან ძლიერია. აზარს ბედმა არ გაუღიმა, მაგრამ ტრავმები ყველა კლუბში ხდება. ის ძლიერია და მასში, როგორც ფეხბურთელში, ეჭვი არ მეპარება. იმედი მაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება", - განაცხადა ზიდანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები