Thumbnail

მომდევნო რბოლა ჩემპიონის გარეშე! ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კოვიდ 19-ზე ლუის ჰემილტონის ტესტის შედეგი დადებითია
  • მერსედესის რეკორდსმენი პილოტი მინიმუმ ერთ გრანპრის გამოტოვებს

ფორმულა 1-ის მომდევნო გრანპრი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გარეშე გათამაშდება!

ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსედესის 35 წლის რეკორდსმენი პილოტი მინიმუმ მომდევნო რბოლას (6 დეკემბერს) გამოტოვებს. 

“Mercedes-AMG Petronas F1 გუნდი გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ, კოვიდ-19-ზე ლუის ჰემილტონის ტესტის შედეგი დადებითია და იგი უახლოეს გრანპრის გამოტოვებს,” - ვკითხულობთ მერსედესის ოფიციალურ განცხადებაში, - “წინა კვირაში ლუისს სამჯერ ჰქონდა უარყოფითი პასუხი. ბოლო ასეთი ტესტი მას კვირას, რბოლის წინ ჩაუტარდა. ორშაბათს მან მსუბუქი სიმპტომებით გაიღვიძა და ამავდროულად მიიღო ინფორმაცია, რომ ადამიანს, ვისთანაც ბაჰრეინში ჩასვლამდე კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შემდეგ ლუისმა მორიგი ტესტი გაიკეთა და მისი შედეგი დადებითია. მოგვიანებით, ეს განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა.”

მსოფლიოს ჩემპიონი ახლა იზოლაციაშია. გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთლიანობაში თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ჰემილტონის პირველი შემცვლელი მერსედესში ბელგიელი სტოფელ ვანდორნია. გუნდის კიდევ ერთი ტესტ-პილოტი ესტებან გუტიერესია. აღსანიშნავია, რომ მათ ფორმულა 1-ში უკვე წლებია, არ ურბოლიათ. გუტიერესმა ბოლოს 2016 წელს იასპარეზა, ვანდორნმა კი - 2018 წელს.

კომენტარები

ბოლო ამბები