Thumbnail

ბოლოს და ბოლოს სიმშვიდე ბარსელონაში? საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონაში კლუბის ახალ პრეზიდენტს იანვარში აირჩევენ
  • კანდიდატებს შორისაა ექს-პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც

ბარსელონას ყველა მიმართულებით კრიზისი აქვს - განსაკუთრებით მძაფრი ფინანსური კრიზისია. ახლა გაირკვა, რომ კატალონიური გრანდის ახალი პრეზიდენტის ვინაობა 24 იანვარს გვეცოდინება. ეს ინფორმაცია ბარსამ ოფიციალურად დაადასტურა.

კანდიდატებს შორისაა ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც და ესპანური მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სწორედ ის არის ფავორიტი. კამპანიის შეფმა ლუის კარასკომ 58 წლის ფუნქციონერის კანდიდატურა გასულ პარასკევს დაადასტურა.

კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კანდიდატობის მსურველებმა განაცხადისთვის საჭირო ხელმოწერები 23 დეკემბრიდან 11 იანვრამდე უნდა შეაგროვონ.

ლაპორტა კატალონიური გრანდის პრეზიდენტი 2003-დან 2010 წლამდე იყო. სწორედ მისი პრეზიდენტობის წლებს უკავშირდება ბარსაში რონალდინიოს მიყვანა და მთავარ მწვრთნელად ხოსეპ გვარდიოლას დანიშვნა, რომელმაც კლუბს 2009 წელს ჩემპიონთა ლიგა და კიდევ 5 ტიტული მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ექს-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ 27 ოქტომბერს გადადგა. მანამდე მას ლიონელ მესისთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც არგენტინელი ბარსადან წასვლას აპირებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები