Thumbnail

'ეგ ბიჭი სათქვენო არაა' - ხვიჩა კვარაცხელიაზე MLS-ში ტყუილად ფიქრობენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ორლანდოს სკაუტი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებით ინტერესდებოდა
  • ამერიკელები ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აკვირდებოდნენ 

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესება არამხოლოდ ევროპაში, ამერიკაშიც არსებობს. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველს MLS-ის კლუბის სკაუტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აკვირდებოდა.

აშშ-ში საქმიანობით ცნობილმა სკაუტმა ალეკსანდრ ტილმანმა, რომელიც  MLS-ში კალამბუსთან თანამშრომლობდა, ვარაცხელიაზე metaratings.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკელები არამხოლოდ ხვიჩას, მთლიანად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აკვირდებოდნენნ.

"ერთი წლის წინ ორლანდოს სკაუტმა მკითხა ხვიჩა კვარაცხელიაზე. კლუბი ახალ ბაზრებს სწავლობდა და მათ შორის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც აკვირდებოდა. ვუპასუხე მას: "ეგ ბიჭი სათქვენო არაა”, რადგან ხვიჩა დიდი ევროპული კლუბისთვისაა", - ამბობს ინტერვიუში ტილმანი.   

შეგახსენებთ, რომ MLS-ში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი უკვე გამოდის -  გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც სან ხოსეს ღირსებას იცავენ. 

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად კორონავირუსს მკურნალობს

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც მოსკოვის ლოკომოტივში გატარებული ექვსი თვის შემდეგ გადავიდა. დაიწერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის მიმართ უკვე ინტერესდება რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის: დორტმუნდის ბორუსია, სასუოლო, უდინეზე და ტორინო. 

ხვიჩამ ამ სეზონში რუბინის ღირსება რუსეთის ჩემპიონატის 14 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 2-2 გოლითა და საგოლე პასით, ასევე მოპოვებული 3 პენალტით გამოირჩა

კომენტარები

ბოლო ამბები