Thumbnail

23 წლის ქართველი მორაგბის გიორგი კვესელაძის მიერ ირლანდიის ნაკრებთან დადებული ლელო ყველამ დააფასა, თუმცა, ამავდროულად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა რაგბი TV-ს ქართველი კომენტატორების მიერ ამ შეტევის გახმოვანებასაც. ცნობისთვის, დუბლინში გამართულ მატჩი სანდრო ინაშვილსა და საუკეთესო ქართველ სარაგბო მსაჯს ნიკა ამაშუკელს (ის 22 ნოემბერს შოტლანდია-საფრანგეთის მატჩზე ლაინსმენი იყო) მიჰყავდათ, რომელთაც ლელო ძალიან ემოციურად აღნიშნეს. აი, რას წერს Rugbyonslaught.com:

“ქართველი წამყვანების კომენტარი “შემოდგომის ერთა თასზე“ დადებული ლელოს დროს, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც კი ოდესმე მოგვისმენია. ვნება, ვნება და კიდევ ერთხელ ვნება! საქართველოს ნაკრები მაგრად დაუდგა ირლანდიას, რომელიც მეტოქის ძალაში დაჯაბვნას ცდილობდა, თუმცა, არ გამოუვიდა. საქართველომ ლელოს დადება პირველივე ტაიმში მოახერხა. ეს გიორგი კვესელაძემ შესძლო და ლელო თავისთავად განსაკუთრებული იყო, თუმცა, ქართული კომენტარი კიდევ უკეთესი გახლდათ. ეს ქვეყანა საკუთარი ვნებით გამორჩეულია და ეს მონაკვეთი ამის შესანიშნავი გამოვლენა იყო. საქართველოს ნაკრები დიდი ხანია ითხოვს 6 ერში დაშვებას და “შემოდგომის ერთა თასზე” გადატანილი რთული მატჩების შემდეგ, დასკვნით ტურში ფიჯის დამარცხებას დიდი მნიშვნელობა ექნება. და მაინც, ეს კომენტარი სენსაციურ ლელოზე დიდებულია, ჯანსაღი ვნება და სიამაყე!”.

ცნობისთვის, სანდროსა და ნიკას წაყვანილ მატჩს ვეტერანი ირლანდიელი მორაგბე და RTÉ Sport-ის ანალიტიკოსი ბერნარდ ჯეკმენიც გამოეხმაურა: “უქმეების ლელოს ავტორი უდავოდ საქართველოს ნაკრები იყო. ცენტრი გიორგი კვესელაძე. აღფრთოვანებული ქართველი კომენტატორების მოსმენა კი საოცრებაა”.

📺 გიორგი კვესელაძის ლელო

კომენტარები

ბოლო ამბები