Thumbnail

საქართველოს ნაკრების 23 წლის მორაგბე გიორგი კვესელაძე კიდევ ერთმა პოპულარულმა გამოცემამ დააფასა. ამჯერად, ბორჯღალოსნის ჩინებული თამაში Planetrugby-მ გამოარჩია, რომელმაც კვესელაძე “შემოდგომის ერთა თასის” მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

“იტალიის ნაკრების ცენტრმა მარკო ძანონმა მორიგი ჩინებული მატჩი ჩაატარა, თუმცა, ჩვენ არ შეგვეძლო გვერდი აგვევლო ქართველი მორაგბისთვის, რომელზეც კვირას ყველა საუბრობდა. კვესელაძის სოლო-ლელო ჩინებული საშუალება იყო საქართველოს ნაკრების “მშრალი” სერიის დასასრულებლად. მისი შეტევის ხილვა ყოველმხრივ სასიამოვნო გახლდათ. ტემპი, ცრუ მანევრები და სიტუაციის სწორი აღქმა. ბრწყინვალე იყო”, - ვკითხულობთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დუბლინში გამართულ მატჩში კვესელაძემ შეუცვლელად ითამაშა და “ბორჯღალოსნების” ერთადერთი ლელო მე-17 წუთზე დადო, ქართველმა მორაგბეებმა კი თამაში მხოლოდ 10:23 წააგეს. შემთხვევითი არაა, რომ “შემოდგომის ერთა თასის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში, რომელმაც ტურის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოავლინოს, ქართველი მორაგბეც მოხვდა და ტიტულს სემ ანდერჰილს (ინგლისი), ჯონი უილიამსსა (უელსი) და ბრის დულინს (საფრანგეთი) ეცილება.

Planetrugby-ს სიმბოლური ნაკრები

15. ბრის დულინი (საფრანგეთი), 14. ჯონი მეი (ინგლისი), 13. გიორგი კვესელაძე (საქართველო), 12. ჯონი უილიამსი (უელსი), 11. გაბინ ვილიე (საფრანგეთი), 10. ბილი ბარნსი (ირლანდია), 9. ბენ იანგსი (ინგლისი), 8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 6. სეკუ მაკალუ (საფრანგეთი), 5. კილიან ჟერასი (საფრანგეთი), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 3. კაილ სინკლერი (ინგლისი), 2. პეტო მაუვაკა (საფრანგეთი), 1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი).

📺 გიორგი კვესელაძის ლელო

კომენტარები

ბოლო ამბები