Thumbnail
  • იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება
  • იოგი ბოსებს შეხვდა და დაარწმუნა, რომ გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს

გერმანიის ნაკრებს 2021 წელსაც იოახიმ ლიოვი უხელმძღვანელებს - ეს ინფორმაცია გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) ორშაბათს საღამოს გაავრცელა.

“ორშაბათს გამართული სატელეფონი კონფერენციის შემდეგ გადაწყდა, რომ გზა, რომელიც 2019 წლის მარტში ავირჩიეთ და რომელიც გერმანიის ეროვნული ნაკრების განახლებას იოახიმ ლიოვთან ერთად გულისხმობს, არ გადავუხვევთ და ლიოვს შეუძლია, მუშაობა გააგრძელოს,” - ვკითხულობთ DFB-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე ესპანეთთან 0:6-ის შემდეგ გერმანიაში ყველა ლიოვს აკრიტიკებდა. გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი მის გადადგომას მოითხოვდა. “პრეზიდიუმი დაეთანხმა ნაკრებისა და აკადემიის დირექტორ ოლივერ ბირჰოფს და ლიოვი თანამდებობაზე დატოვა,” - ნათქვამია განცხადებაში.

სატელეფონო კონფერენციაზე ლიოვმა პრეზიდიუმის წევრებს თავისი სამომავლო გეგმები და იდეები გააცნო, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მომზადებას და რა დასკვნები გაკეთდა ესპანეთთან სამარცხვინო 0:6-ის შემდეგ.

იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა და მას მერე ბუნდესმწვრთნელია. 8 წლის შემდეგ, იოგის ხელში გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. თუმცა გასულ წლებში ბუნდესგუნდს რეგრესი დაეწყო. 2018 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

კომენტარები

ბოლო ამბები