- გიორგი კვესელაძის ლელომ ევროპული მედია მოიარა
- კვესელაძე სიმბოლურ XV-ში - ზელანდიელ და ინგლისელ მორაგბეებთან ერთად
"შემოდგომის ერთა თასზე" (8 ერი) საქართველოს ნაკრებმა პირველი ლელო გაიტანა, ეს ირლანდიასთან 10:23 წაგებულ მატჩში გიორგი კვესელაძემ მოახერხა. "ბორჯღალოსნების" ლელო ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და ეს ევროპულმა მედიამაც დააფასა. ბრიტანული RUCK წერს, რომ, შესაძლოა, კვესელაძის ლელო ტურნირის საუკეთესო ლელოც გახდეს.
📺 გიორგი კვესელაძის ლელო
"wow - საქართველომ ისეთი ლელო გაიტანა, შეიძლება "შემოდგომის ერთა თასის" საუკეთესო ლელოც გახდეს. ჯონი მეის კონკურენტი გამოუჩნდა. გიორგი კვესელაძემ სუპერ სოლორეიდი განახორციელა დუბლინში", - წერს გამოცემა.
ჯონი მეი ინგლისის ნაკრების მორაგბეა, რომელმაც ერთი კვირის წინათ, იმავე ირლანდიას სუპერლელო გაუტანა.
📺 ჯონი მეის ლელო
კომენტარები