Thumbnail
  • ჰანსი ფლიკმა ლიდერების დასვენება გადაწყვიტა
  • ბაიერნს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვს

მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში უკვე გაინაღდა, რის გამოც ბავარიული გრანდის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი თავს უფლებას აძლევს, ატლეტიკოსთან მეხუთე ტურის მატჩისთვის მადრიდში სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავროს. აღსანიშნავია, რომ ბაიერნს ჯგუფში პირველი ადგილის განაღდებული აქვს, რადგან 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ატლეტიკოს 7 ქულით უსწრებს.

მიუნხენში რჩებიან და დაისვენებენ მანუელ ნოიერი, რობერტ ლევანდოვსკი და ლეონ გორეტცკა. ფლიკის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოტივაცია აღარ აქვს, ბუნდესლიგაში კი ძალიან გადატვირთული კალენდარია, მომდევნო ტურში კი მეორეადგილოსან ლაიპციგს ხვდება. რეკორდმაისტერს ატლეტიკოსთან ვერც კორენტენ ტოლისო დაეხმარება, რომელიც შტუტგარტთან მატჩში დაშავდა.

ლეონ გორეტცკა და რობერტ ლევანდოვსკი ატლეტიკოსთან არ ითამაშებენ

ამრიგად, ატლეტიკოსთან სამშაბათს დაგეგმილ მატჩში ბაიერნის კარს ახალწვეული ალექსანდერ ნიუბელი დაიცავს - იგი ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშებს. ლევანდოვსკის თავდასხმაში დიდი ალბათობით ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები