- დანა უაითი იმედოვნებს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერას განაახლებს
- 32 წლის დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონიდან 29-ე ბრძოლის შემდეგ წავიდა
- 'ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა' - ხაბიბმა გეიჯი დააძინა და ოქტაგონზე ატირდა
UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს სჯერა, რომ მსუბუქ წონაში მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერას განაახლებს, რათა კარიერაში 30-ე გამარჯვება იზეიმოს.
პრომოუშენის ხელმძღვანელმა მედიასთან თავისი გეგმის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად, ახლო მომავალში ის დაღესტნელ მებრძოლთან შეხვედრას აპირებს.
"მჯერა თუ არა, რომ ის კიდევ იჩხუბებს? დიახ. მას ამის შესახებ არ უთქვამს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ახლო მომავალში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს აბუ დაბიში. გაგაგებინებთ, როცა დრო მოვა", - ამბობს უაითი.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა 24 ოქტომბერს, აბუ დაბიში ამერიკელი ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ორთაბრძოლის შემდეგ 32 წლის სპორტსმენმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ხაბიბი ოქტაგონიდან დაუმარცხებელი წავიდა - 29 ბრძოლა და ამდენივე გამარჯვება.
კომენტარები