Thumbnail
  • ტოტენჰემი ცხრილის სათავეში დარჩა
  • მოურინიო პრესასთან თამაშობს და საჩემპიონო შანსებს უარყოფს
  • ლამპარდი მიიჩნევს, რომ ტოტენჰემი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

ჩელსისთან უგოლო ფრის შემდეგ, ტოტენჰემი თუნდაც დროებით ცხრილის სათავეში აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ უარყო, რომ ტოტენჰემი ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. არადა, ბრიტანულ პრესაში ბევრს წერენ იმაზე, რომ სხვა გრანდების პრობლემების ფონზე, 'სპურსს' ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. მოურინიო ისევე მოიქცა, როგორც ჩელსიში თავისი მეორედ მისვლის დროს საჩემპიონო სეზონში იქცეოდა და თავისი გუნდი პონის შეადარა, რომელსაც დიდი ცხენების დოღში შანსი თითქმის არ აქვს.

მოურინიო: "მე ვიცი, რა ძლიერი გუნდი ჰყავს ჩელსის. ისიც ვიცი, სეზონი რა გრძელია. ტოტენჰემი ჩემპიონობის კანდიდატიც კი არ არის. ჩვენ საჩემპიონო რბოლაშიც კი არ ვმონაწილეობთ. ცხენიც კი არ ვართ. არ ვიცი ინგლისურად ის სიტყვა, როგორ არის - 'პატარა, ახალგაზრდა ცხენი', პონი, ჩვენ მხოლოდ პონი ვართ ამ რბოლაში."

მოურინიოს ტაქტიკა გასაგებია. მას ამ გზით სურს, რომ თავის გუნდს წნეხი და ზეწოლა მოუხსნას. პორტუგალიელს არ დაეთანხმა მისი ვიზავი და ყოფილი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი: "თუ ისინი ლივერპულთან ერთად ცხრილის სათავეში არიან, გამოდის, რომ ჩემპიონობის შანსი აქვთ. მათ ძალიან კარგი გუნდი ყავთ და კარგი სატრანსფერო კამპანია ჰქონდათ. სკამზე გარეთ ბეილი უზით. ასე რომ, ტოტენჰემი ბოლომდე იბრძოლებს.' - თქვა ჩელსის დამრიგებელმა.

ამ ეტაპზე ცხრილის სათავეში ტოტენჰემი და ლივერპული ქულებს იყოფენ. მათი დაწევა შეუძლია ლესტერს, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს და იქვეა ჩელსი.

კომენტარები

ბოლო ამბები