- ნიკა სიჭინავამ დონეცკის ოლიმპიკის კარი დალაშქრა
- 26 წლის ქართველი ფორვარდი ინჰულეცის ერთ-ერთი ლიდერია
უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში ნიკა სიჭინავას ინჰულეცმა დონეცკის ოლიმპიკს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლის გატანა შეძლო. სიჭინავა ძირითად შემადგენლობაში იყო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
მე-17 წუთზე ანგარიში სწორედ ნიკამ გახსნა, მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც სიჭინავამ ისარგებლა და თანაგუნდელები დააწინაურა. მასპინძლებმა მე-2 ტაიმში სხვაობა გაზარდეს, ხოლო მსაჯის მატჩის ბოლოს დონეცკელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს.
26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა (10 შეხვედრაში). ცნობისთვის, გასულ სეზონში ნიკამ პირველ ლიგაში 17 გოლი შეაგდო და იმავე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ინჰულეცმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 11 თამაშში 1 მოგებით, 7 ფრითა და 3 წაგებით (10 ქულა) 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა
კომენტარები