Thumbnail
  • ბორჯღალოსნებმა ნავსი დუბლინში გატეხეს
  • გიორგი კვესელაძემ ჩინებული გარბენი განახორციელა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა “შემოდგომის ერთა თასზე” პირველი ქულების აღება მოახერხა და თანაც, არა ჯარიმა, არამედ ლელო მიითვალა.

ეს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მოხდა, რომელსაც ბორჯღალოსნები დუბლინის ავივა სთედიუმზე ირლანდიელთა წინააღმდეგ ატარებენ.

შეხვედრის მე-17 წუთზე თავი გიორგი კვესელაძემ გამოიჩინა, რომელმაც მოედნის ცენტრიდან ჩინებული რეიდი წამოიწყო, ხაზი გაჭრა და ლელომდე მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. გარდასახვა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა და იმ დროისთვის ანგარიში 10:7 გახდა ირლანდიელთა სასარგებლოდ.

📺 კვესელაძის ლელო

კომენტარები

ბოლო ამბები